ჭიათურაში, „ჯორჯიან მანგანეზის“ ინიციატივით, მაღაროელის დღე გაიმართება

ჭიათურაში, „ჯორჯიან მანგანეზის“ ინიციატივითა და დაფინანსებით, მაღაროელის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება.
სადღესასწაულო აქტივობები ქალაქში დილიდან დაიწყება. სპეციალურად მაღაროელების შვილებისთვის გასართობ ზონაში საბავშვო ღონისძიებები მოეწყობა. მათ შორის: ანიმატორების სკეტჩები, ქიმიური და ცეცხლოვანი შოუ, იქნება მოძრავი ატრაქციონები, ასევე – სახატავი სივრცეები. ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ, სპეციალურად მათთვის მოწყობილ ფოტო-კუთხეში სამახსოვრო სურათები გადაიღონ, ანიმატორებთან ერთად სხვადასხვა გათამაშებებში ჩაერთონ და ტკბილეული დააგემოვნონ.
მთელი დღის განმავლობაში ჭიათურის ქუჩებში მოსიარულე ორკესტრი სადღესასწაულო მარშით იმოძრავებს და თეატრალურ სკეტჩებს წარმოადგენს.
ღონისძიების დასკვნით ნაწილში, 17 წარმატებული მაღაროელის დაჯილდოების ცერემონია გაიმართება, რომელიც საზეიმო კონცერტით დასრულდება.
ჭიათურელი მსმენელის წინაშე ადგილობრივი ქორეოგრაფიული ანსამბლი და ცნობილი ქართველი მომღერლები: ქეთი გაბისიანი, აჩიკო ნიჟარაძე და ანსამბლი „ფორტე“ წარდგებიან.
მაღაროელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას სადღესასწაულო ფოიერვერკი დაასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები