ეკა ბესელია დღეს გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზეა დაბარებული

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატი დღეს გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივა. დეპუტატის დაბარება თავად ბესელიას განცხადებებს უკავშირდება. საუბარია პირადი ცხოვრების ამსახველ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებულ ზეწოლასა და შანტაჟზე. გარდა ამისა, ეკა ბესელია გამოძიებას ყოფილი თანაგუნდელების შესახებ ინფორმაციას მიაწვდის.

დეპუტატის განმარტებით, უმრავლესობის წევრები ვანო ზარდიაშვილი და დავით მათიკაშვილი უფლებამოსილებას ბოროტად იყენებენ.

“რამდენიმე ფაქტთან დაკავშირებით ვაპირებ საუბარს გამოძიებასთან, რათა მათ ჰქონდეთ ინფორმაცია კორუფციული ფაქტების შესახებ. მათ შორის ვისაუბრებ იმაზე, თუ როგორ ხდება თანამდებობის გამოყენება საკუთარი ინტერესების განსახორციელებლად”,- განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები