დავით ზალკალიანი ისლანდიელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში  ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრს გუდლაუგურ ტორ ტორდარსონს შეხვდა.

როგორც “კვირას” საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესამსახურიდან აცნობეს, მინისტრები მიესალმნენ ისალნდიასა და საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებში ბოლო წლების განმავლობაში დაფიქსირებულ წინსვლას, რაც გამოიხატა პრეზიდენტების შეხვედრაში და ასევე ისლანდიაში მოღვაწე ქართველი მეცნიერის გრიგოლ მაჭავარიანისათის სახელმწიფო ჯილდოს მინიჭებაში.

მინისტრებმა აღნიშნეს, რომ აუცილებელია მიმართონ ძალისხმევა ისლანდიასა და საქართველოს შორის ურთიერთობების გასააქტიურებლად და იმ ამოცანების შესასრულებლად, რაც ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრაზე დაისახა.

გამოითქვა მზაობა გააქტიურდეს საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობა და  შესაბამისი ფორმატები, რაც ხელს შეუწყობს სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების ინტენსიფიკაციას. მინისტრები ასევე მიესალმნენ საქართველოსა  EFTA-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, რაც კარგ საშუალებას იძლევა სავაჭრო-ეკონომიკური სფეროს გააქტიურებისა და ბიზნეს კავშირების განმტკიცებისთვის. ​

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები