სერგეი ლავროვი: თუ თბილისი მოსკოვთან მიმართებით უფრო კონსტრუქციულ პოზიციას დაიკავებს, ავიამიმოსვლა შესაძლოა აღდგეს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთს საქართველოსთან საჩხუბრად საბაბი არასდროს უძებნია და თუ თბილისი უფრო კონსტრუქციულ პოზიციას დაიკავებს მოსკოვთან მიმართებით, ავიამიმოსვლა შესაძლოა აღდგეს. ამის შესახებ ლავროვმა გაეროში, პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„როცა მივიღეთ გადაწყვეტილება საქართველოსთან ავიამიმოსვლის შეჩერებაზე, მაშინ ითქვა, რომ დროებითი ზომაა და ჩვენ მას გავაუქმებთ, როცა სიტუაცია ნორმალიზდება და როდესაც საქართველოს ხელისუფლებაში გაიაზრებენ ასეთი გამოვლინებების აღკვეთის აუცილებლობას“, – განაცხადა ლავროვმა.

ლავროვის განცხადებით, რუსეთს საქართველოსთან საჩხუბარი მიზეზები არასდროს უძებნია.

„არასდროს გვიძებნია ხელოვნური მიზეზები საქართველოსთან საჩხუბრად და თუ საქართველოს ხელისუფლება შეძლებს, პასუხისმგებლობით განავითაროს საკუთარი პოზიცია რუსეთთან ნორმალური ურთიერთობების სასარგებლოდ და არ გაიხედავს რუსოფობებისკენ, პირადად მე, საჰაერო კომუნიკაციას აღვადგენდი“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები