მარტვილში სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრების მემორიალი გვირგვინით შეამკეს

27 სექტემბერი საქართველოს ისტორიაში ტრაგიკული დღეა. სოხუმის დაცემიდან 26 წელი გავიდა.
ამ დღესთან დაკავშირებით დეკანოზმა მამა გოჩა ცაავამ ომში დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადა.
როგორც “კვირას” მარტვილის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, აფხაზეთის ომში მონაწილეებთან და მარტვილის მუნიციპალიტეტს დამეგობრებული ქალაქების, ოდოლანოვის და ჩარნკოვის, (პოლონეთი) დელეგაციებთან ერთად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრების პატივის მისაგებად მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები