ხაშურში სახალხო ზეიმი “ხაშურქალაქობა” იმართება

ხაშურშის მუნიციპალიტეტში სახალხო ზეიმი “ხაშურქალაქობა” იმართება. ზეიმი ლიტვის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ხეების დარგვით დაიწყო. ქალაქის ცენტრში დამონტაჟებულ სცენაზე ადგილობრივი მუსიკალურ -ქორეოგრაფიული ანსამბლები კონცერტებს გამართავენ. ასევე, მოწყობილია “ბაზრობები”, სადაც ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაყიდვა მიმდინარეობს. ღონისძიებაზე  საპატიო ხაშურელები, წარჩინებული მოსწავლეები, სპორტსმენები და მწვრთნელები დააჯილდოვეს.

“გყვავს სტუმრები 5 ქვეყნის 7 ქალაქიდან. წლევანდელი “ხაშურქალაქობა” კიდევ უფრო მრვალფეროვანია ვიდრე გასულ წელს იყო. დღის განმავლობაში ვეპატიჟებით ყველას ჩვენი ქალაქის სახალხო ზეიმზე”,- განაცხადეს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიაში.

ღონისძიება 20:00 საათზე, “ღამის შოუ ბენდის” კონცერტით დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები