ახალციხეში დაზიანებული სახურავები რეაბილიტირდება

ახალციხეში დაზიანებული სახლების სახურავების რეაბილიტაცია იგეგმება. მუნიციპალიტეტის მიერიის გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება: მესხეთის ქუჩა N9 და N11, რუსთაველის ქუჩა N22, თაბუკაშვილის ქუჩა N40 და ივანე ახალციხელის ქუჩა N91-ზე არსებულ მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების სახურავებს.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი მიმდინარე წლის 25 სექტემბერს გამოაცხადა. დემონტაჟისა და რეაბილიტაციისთვის 119 777 ლარია გათვალისწინებული. დაინტერესებულმა კომპანიებმა განაცხადი  სპეციალური სატენდერო მოთხოვნების გათვალისწინებით 8 ოქტომბრამდე უნდა წარადგინონ. ხელშეკრულების გაფორმებიდან რვა კვირის განმავლობაში კი სახურავები სრულად უნდა რეაბილიტირდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები