გურიაში აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, გურიაში მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი და ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას საფლავი გვირგვინებით შეამკეს.
“სოხუმის დაცემიდან 26 წელი გავიდა. საბრძოლო მოქმედებების დროს გურიიდან 40 ჯარისკაცი დაიღუპა და უგზო-უკვლოდ სამი მებრძოლი დაიკარგა. ჩვენ დღეს ვიხსენებთ იმ გმირებს, რომლებმაც სამშობლოსთვის თავი გაწირეს. ეს არის დღე, რომელიც მთელი ქვეყნისთვის მძიმე და ტკივილიანია. ქედს ვიხრი ჩვენი მებრძოლების ხსოვნის წინაშე, მათ თავდადებას არასოდეს დავივიწყებთ” – განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა გურიაში – ზურაბ ნასარაიამ.
​სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. ომი 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები