პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელთა ნაწილმა პროკურატურა დატოვა

სალომე ზურაბიშვილის შეწყალების საქმესთან დაკავშირებით გამოკითხვაზე მყოფმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის 3-მა თანამშრომელმა პროკურატურა უკომენტაროდ დატოვა. 2 თანამშრომელი კვლავ გამოკითხვაზე რჩება.

საქმეზე გამოკითხულ ყველა პირს ხელი აქვს მოწერილი ინფორმაციის გაუთქმელობაზე.

დღემდე შეწყალების საქმეზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია და ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ანგი ხუციშვილი გამოიკითხნენ.

ამ დრომდე, მედიასთან კომენტარი მხოლოდ დიმიტრი გაბუნიამ გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამოცემული შეწყალების აქტით, მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამდენიმე პირი შეიწყალა, მათ შორის 22 წლის პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის, გიორგი ოთხმეზურის შვილის, დავით ოთხმეზურისა და სოსო ქოიავას მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები