ცაგერის მუნიციპალიტეტში აფხაზეთის ომში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორმა – არჩილ ჯაფარიძემ, მუნიციპალიტეტის მერმა – ავთანდილ უგრეხელიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ – გიორგი გუგავამ და მაჟორიტარი დეპუტატის რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის ბიუროს ხელმძღვანელმა – გიორგი მაქარაშვილმა და აფხაზეთის ომის მონაწილეებმა გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

ცაგერის მუნიციპალიტეტიდან აფხაზეთის ომში 16 მეომარი დაიღუპა. მათი საფლავები ძირითადად ცაგერშია, თუმცა ერთი მათგანის – რევაზი კვირიკაშვილის საძვალეთი ენგურს გაღმაა დაჩენილი. კვირიკაშვილი ბაბუშერას ტრაგედიის დროს თვითმფრინავში აფეთქდა.  ცაგერის მაშინდელი მაჟორიტარი დეპუტატი მურთაზ ჩაკვეტაძე, რომლის ნეშტი გასულ წელს ჩამოასვენეს საქართველოში. აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრები ავთო კოპალიანი, ავთანდილ მუშკუდიანი და მურთაზ ჩაკვეტაძე სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდნენ ვახტანგ გორგასლისმეორე ხარისხის  ორდენით.
ჭუბერის უღელტეხილიდან ფეხით გადმოვლილი უამრავი  იძულებით გადაადგილებული ადამიანი შემორჩა ლეჩხუმს და ამჟამად ცაგერში 300 მდე ლტოლვილი ცხოვრობს.
კობა ქომეთიანი, აფხაზეთის ომის მონაწილე, 27 სექტემბერს ყოველთვის მოდის ამ ადგილას და იმ დღეებს იხსენებს, აფხაზეთის დასაბრუნებლად ომის ქარცეცხლს რომ ებრძოდა.
“ეს დღე ტრაგედიაა მთელი საქართველოსთვის, მაგრამ მე ყოველდღე ვიღვიძებ გამთლიანებული საქართველოს იმედით და ვიცი, აფხაზეთი საქართველოს დაუბრუნდება”,- ამბობს ის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები