სოფელ ხანჯიგაზლოში გაზიფიცირება დასრულდა

აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობ კომპანიის პრეზიდენტმა  როვნაგ აბდულაევმა, “სოკარ ენერჯი ჯორჯიას” დირექტორმა  მაჰირ მამმედოვმა, “სოკარ ჯორჯია გაზის” დირექტორმა  აზერ მამმადოვმა, ქვემო ქართლის რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა და მარნეულის მერმა  დაურ დარგალმა მარნეულის რაიონის სოფელ ხანჯიგაზლოში ახლად აშენებული გაზგამანაწილებელი ქსელი საზეიმოდ გახსნეს.

გაზგამანაწილებელი ქსელის მშენებლობა კომპანია “სოკარ ჯორჯია გაზმა” განახორციელა, რომელმაც 7400 გრძივი მეტრი სიგრძის გაზსადენი ააშენა. გაზიფიცირების სამუშაოების შედეგად, ბუნებრივი აირის მოხმარების შესაძლებლობა სოფელ ხანჯიგაზლოში მცხოვრებ 127 ოჯახს აქვს, აქედან 86 ოჯახი უკვე გაზიფიცირებულია.

დღეის მდგომარეობით, ქვემო ქართლში ბუნებრივ გაზს 117 200-ზე მეტი ოჯახი მოიხმარს. “სოკარ ჯორჯია გაზმა” 2009 წლიდან, მთელი საქართველოს მასშტაბით 11 543 კმ სიგრძის გაზგამანაწილებელი ქსელი ააშენა, რითაც 305 389 პოტენციურ აბონენტს გაზიფიცირების საშუალება მისცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები