მამუკა ვასაძე: პროკურატურის უწყებაში, რომელიც მელიას დაპატიმრებისთვის პარლამენტს თანხმობას სთხოვდა, ტექნიკური შეცდომები იყო

პროკურატურის მიმართვაში, სადაც უწყება ნიკა მელიას დაპატიმრებისთვის პარლამენტს თანხმობას სთხოვდა, ტექნიკური შეცდომები იყო დაშვებული, – ამის შესახებ მთავარი პროკურორის მოადგილემ, მამუკა ვასაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
“არსებობს ტექნიკური ხარვეზები, რომელთა დაკავშირებითაც, ვერ ვისაუბრებ. ეს დოკუმენტი შალვა თადუმაძის ხელმოწერით შემოვიდა. იცით, რომ ისიც არის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი. როცა მობრძანდება, ამასთან დაკავშირებით მას დაუსვით კითხვა. ეს არის მის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი და განმარტებას თავად გააკეთებს. ტექნიკური შეცდომაა დაშვებული, ეს არის ობიექტური გარემოება, ესაა ჩემი პასუხი,”- განაცხადა მამუკა ვასაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები