ახალციხეში აფხაზეთის ომში დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინებით შეამკეს

ახალციხის ცენტრალურ პარკში ადგილობრივმა ხელისუფლებამ, ვეტერანებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს. ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი კოპაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ გელა ნოზაძემ, მერის მოადგილეებმა რუბენ კარაპეტიანმა და ალექსი ზედგინიძემ ყვავილებითა და გვირგვინებით შეამკეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.

სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო, რომელიც 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა.

ამ დრომდე დაუზუსტებელი მონაცემებით, აფხაზეთში 1992-1993 წლებში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებისას, ქართული მხრიდან 10 ათასზე მეტი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. 300 ათასი აფხაზეთიდან დევნილი ქართველი კი უსახლკაროდ დარჩა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები