ქუთაისში აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს

ქუთაისში, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთში – ზვიად შალამბერიძემ, ქუთაისის მერმა – გიორგი ჭიღვარიამ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ნინოშვილის სკვერში ომის გმირების მემორიალთან აფხაზეთის ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.

“დღეს არის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში – სოხუმის დაცემის დღე და შევამკეთ იმ გმირების საფლავი, რომლებიც გმირულად დაიღუპნენ ომში. იმერეთის თორმეტივე მუნიციპალიტეტშია მსგავსი ღონისძიებები. ადამიანებს, რომელთაც თავი გასწირეს, მივაგებთ პატივს და შთამომავლობა არასდროს დაივიწყებს მათ”,- აღნიშნა ზვიად შალბერიძემ.

აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა. ქართული მხარის ამ დრომდე, დაუზუსტებელი მონაცემებით, აფხაზეთში 1992-1993 წლებში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებისას, ქართული მხრიდან 10 ათასზე მეტი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. 300 ათასი აფხაზეთიდან დევნილი ქართველი კი უსახლკაროდ დარჩა. აფხაზური მხარის მონაცემებით კი, დაიღუპა 3 500 და დაიჭრა 2 ათასამდე აფხაზი.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები