შეწყალების აქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, პრეზიდენტის ადმინისტრაციის 5 თანამშრომელი პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის 5 თანამშრომელი დღეს, გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა.
28 აგვისტოს გამოცემული შეწყალების აქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, პრეზიდენტის ადმინისტრაციის შემდეგი თანამშრომლები დაიბარეს: დავით კაშია, ნინო კალანდაძე, ნინო შარშიძე, დიანა ტაბატაძე – რეხვიაშვილი, ზინაიდა ვერულაშვილი. პროკურატურაში შესვლამდე პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელებს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.
შეგახსენებთ, რომ შეწყალების საქმეზე უკვე გამოიკითხნენ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ანგი ხუციშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები