“მშვიდობით დავბრუნდებით” – მდუმარე აქცია ენგურის ხიდზე

ზუგდიდის მერიის ინიციატივით, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, სოფელ რუხში, ენგურის ხიდზე მდუმარე აქცია გაიმართა. აქციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი – გიორგი შენგელია, მოადგილეებთან და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიასთან ერთად შეუერთდა.

,, 27 სექტემბერი – სოხუმის დაცემის დღე საქართველოს ისტორიაში უმძიმესი დღეა, აფხაზეთი ჩვენი უდიდესი ტკივილია. სიმბოლურად ენგურის ხიდიდან ვეუბნებით აფხაზებს და მთელ საერთაშორისო საზოგადოებას, რომ ჩვენ აფხაზეთში მშვიდობით დავბრუნდებით, ეს ჩვენი მთავარი სლოგანი და ამოცანაა. ჩვენს აფხაზ დებთან და ძმებთან ერთად წარმატებულ და ღირსეულ საქართველოს ავაშენებთ“, – აღნიშნა გიორგი შენგელიამ.

აქციის სლოგანი იყო – ,,მშვიდობით დავბრუნდებით“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები