“ქართულმა ოცნებამ” სოფელ აფენში დეპუტატობის კანდიდატად ომარ შველიძე დაასახელა

ლაგოდეხის სოფელ აფენში პარტია “ქართულმა ოცნების” ლიდერმა- მამუკა მდინარაძემ ამომრჩეველს დეპუტატობის კანდიდატად მათივე თანასოფლელი – ომარ შველიძე წარუდგინა. საკრებულოში შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც მმართველი პარტიიდან არჩეულმა დეპუტატმა საკრებულოს წევრობაზე უარი თქვა და ემიგრაციაში გაემგზავრა.

საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატმა- ომარ შველიძემ იმ გამოწვევებზე და პროექტებზე ისაუბრა, რომელიც მისი არჩევის შემთხვევაში პრიორიტეტული იქნება.

“ჩემი მხარდაჭერის შემთხვევაში, როგორც ამ სოფლის მკვიდრი, ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ჩვენი სოფელი წარმატებული და სანიმუშო იყოს. სოფელში სოციალური, ინფრასტრუქტურული, სოფლის მეურნეობის კუთხით ბევრი პრობლემებია და მზად ვარ თითოეული ადამიანის კითხვას ვუპასუხო და აღმასრულებელ ხელისუფლებამდე მივიტანო”,-განაცხადა შველიძემ.

საკრებულოს შუალედური არჩევნები სოფელ აფენის მე-15 ოლქის ოთხ უბანზე გაიმართება .ამ დროისათვის საკრებულოს წევრის მანდატის მოსაპოვებლად სულ სამი კანდიდატია დარეგისტრირებული. რეგისტრაციის ვადა 29 სექტემბრის 18 საათზე ამოიწურება. აფენის თემის ოთხ უბანში საკრებულოს შუალედური არჩევნები 27 ოქტომბერს ჩატარდება. ოთხივე უბანში სულ 4 224 ამორჩეველია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები