სოლომონ პავლიაშვილი: მაქსიმალურად უნდა ჩაერთოს სოფლად მცხოვრები მოსახლეობა ისეთ პროექტებში, როგორებიცაა “აწარმოე საქართველოში” და “დანერგე მომავალი”

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილთან ერთად, ხაშურის მუნიციპალიტეტის ოთხი სოფლის – ბეკამის, ცოცხნარას, ბიჯისის და ძვისის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრებზე ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილობრივებისგან სოფლებში არსებულ პრობლემებზე მიიღეს ინფორმაცია დამათი გადაჭრის გზებზე ერთობლივად იმსჯელეს.
მინისტრის მოადგილემ მოსახლეობას სოფლის მეურნეობის დარგში განსახორციელებელ პროექტებზეც მიაწოდა ინფორმაცია.
“2020 წლამდე სოფლის მეურნეობაში არაერთი პროექტი განხორციელდება. განსაკუთრებული ყურადღება კენკროვანი კულტურის განვითარებაზე გამახვილდება. დღეს სოფლებში აღარაა სარწყავი წყლის პრობლემა. მაქსიმალურად უნდა ჩაერთოს სოფლად მცხოვრები მოსახლეობა ისეთ პროექტებში როგორებიცაა “აწარმოე საქართველოში”, “დანერგე მომავალი”. აუცილებელია, პრიორიტეტულად დავსახოთ კოოპერატივების განვითარების საკითხი”, – განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები