ტყიბულში გაფიცულ მეშახტეებს დაგვიანებული ხელფასები ორშაბათიდან აუნაზღაურდებათ 

ეკონომიკის მინისტრი – ნათია თურნავა ტყიბულში გაფიცულ მეშახტეებს შეხვდა. მინისტრმა კომპანია “საქნახშირის” წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ “საქნახშირის” ახალი კომპანია “Steell Internacional trades company” ეყოლება, რომელიც გაფიცულებს ორშაბათიდან ხელფასებს აუნაზღაურებს.

ნათია თურნავას განცხადებით, მკაცრად იქნება გაკონტროლებული ყველა სიტყვა, რაც კომპანია “Steell Internacional trades company”-ის მხრიდან ითქვა. მანვე თქვა რომ, აღნიშნული კომპანია ქართულია და პარტნიორი უკრაინული კომპანია ყავს, რომელსაც უკრაინაში და პოსტსაჭოთა სივცრეში შახტების მართვის დიდი გამოცდილება აქვს.

“ეს მდგომარეობა ვერ გაგრძელდებოდა უფრო მეტად, ეს არ იყო ნორმალური. ჩვენ ყველას ამ საწარმოს მომავალი გვაინტერესებს და არა პრობლემების თვიდან თვემდე გადაგორება. მთავარი ისაა, რომ კომპანიას  საკმაოდ დამაჯერებელი გეგმა და ხედვა აქვს. ამ კომპანიაში იციან მსგავსი შახტები როგორ მართონ და ისინი ერთ თვეში საინვესტიციო გეგმას დადებენ, რადგან შესაძლებელია ნოემბრის თვიდან დაიწყონ ქვანახშირის მოპოვება”,-განაცხადა ნათია თურნავამ.

ახალი ინვესტორი კომპანიის “Steell Internacional trades company”-ის წარმომადგენელი ალექსანდრე ჩოჩიამ განაცხადა, რომ კომპანიამ მენეჯმენტში გამოცდილი ჯგუფები ჩამოიყვანა, რომლებმაც შახტის მთავარი პრობლემები კარგად იციან.

“ჩვენ კოლექტივს შევხვდით და ჩვენი სამოქმედო გეგმა გავაცანით. ამჟამად ძველ მფლობელ კომპანიასთან  იურიდიული საკითხების მოგვარება მიმდინარეობს, რომელიც დღეში დასრულდება და შემდგომ მზად ვართ სახელფასო დავალიანება ამ თანამშრომლებთან სრულად დავფაროთ.

მენეჯმენტში გამოცდილი ჯგუფი ჩამოვიყვანეთ, რომლებიც შახტას იცნობენ და მთავარი პრობლემები იციან. გარკვეული ექსესები თავიდან უნდა ავიცილოთ და გამოვრიცხოთ“,- განაცხადა ალექსანდრე ჩოჩიამ.

შეგახსენებთ, რომ  30-მდე მეშახტე დაგვიანებული ხელფასების გამო შახტაში იყო ჩასული და დღეს მათი ნაწილი მინისტრთან შესახვედრად ამოვიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები