ბორჯომის მუნიციპალიტეტმა საახალწლო ღონისძიებებისთვის ტენდერი გამოაცხადა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ, ბორჯომსა და ბაკურიანში საახალწლო ღონისძიებებისთვის ტენდერი გამოცხადა, რომელიც 24 000 ლარს შეადგენს. თანხა გათვალისწინებულია სცენის და საახალწლო ღონისძიებების ორგანიზებისთვის საჭირო აპარატურის შესყიდვისთვის. აღნიშნული დღისთვის გათვალისწინებული სცენა და აპარატურა ბორჯომსა და ბაკურიანში 30 დეკემბერს უნდა მოეწყოს.

სექტემბერში ახალი წლის ღონისძიებებისთვის მზადებას, ბორჯომის მერიაში ნაკლებ ფინანსურ დანახარჯებს უკავშირებენ და აცხადებენ, რომ საახალწლო ღონისძიებების ორგანიზებისთვის აპარატურისა და სცენის მომსახურების შესყიდვა ახლა გაცილებით იაფი დაუჯდებათ, ვიდრე ზამთარში.

ტენდერში მონაწილეობის მსურველთათვის წინადადებების მიღება პირველ ოქტომბერს იწყება და ოთხ ოქტომბერს 15:00 საათზე დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები