ახალციხის რაიონულ სასამართლოში მოსამართლეებს დანიშვნავენ

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, ახალციხის რაიონულ სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნა იგეგმება. მათ შესარჩევად კონკურსი ეტაპობრივად გამოცხადდება.

ახალციხის რაიონულ სასამართლოში სამი მოსამართლეა დანიშნული, რომლებიც ამავდროულად მაგისტრატი მოსამართლეებიც არიან. ადიგენისა და ასპინძის მაგისტრატ სასამართლოებში მოსამართლეზე დაკისრებულ ვალდებულებას გია ბერაია და მარიკა ჩიტაშვილი ახორციელებენ. ბორჯომის მაგისტრატ სასამართლოში მოსამართლედ ლუიზა თოდუაა დანიშნული,
„არა მხოლოდ ახალციხის რაიონული სასამართლო, არამედ მთელი სასამართლო სისტემა საჭიროებს მოსამართლეების დამატებას“, – აცხადებენ საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში.
საერთო სასამართლოს მოსამართლედ შეიძლება დაინიშნოს (აირჩეს) საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 30 წლის ასაკიდან, თუ მას აქვს უმაღლესი, დოქტორის ხარისხის იურიდიული განათლება. სპეციალობით მუშაობის სულ ცოტა 5 წლის გამოცდილება, ფლობს სახელმწიფო ენას, ჩაბარებული აქვს მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა, გავლილი აქვს იუსტიციის უმაღლესი სკოლის სასწავლო კურსი და შეყვანილია იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები