გორის ციხიდან მოზარდი გადმოვარდა 

გორის ციდიხიდან მოზარდი ჩამოვარდა. მცირეწლოვანი მრავლობითი დაზიანებებით გორის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
როგორც “რეგიონულ კვირას” გორმედის პრესსამსახურში განუცხადეს, 17 წლის მოზარდს მრავლობითი, თუმცა მსუბუქი ხასიათის დაჟეჟილობები აღენიშნება.
“პაციენტი კონტაქტურია და სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ აღენიშნება”, – ამბობენ გორმედის პრესსამსახურში.
“რეგიონული კვირის” ინფორმაციით, დაშავებული თავის 4 მეგობართან ერთად გორის ციხეზე იმყოფებოდა, რა დროსაც ფეხი დაუცდა და დაგორდა.

როგორც “რეგიონულ კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 240-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები