ინდოეთში, ფეიერვერკების ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 25 ადამიანი დაიღუპა
ინდოეთის სამხრეთით, ტამილნადუს შტატში, ფეიერვერკების ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად, სულ მცირე 25 ადამიანი დაიღუპა,- ამის შესახებ ჟურნალისტებს შტატის პოლიციამ აცნობა.
აფეთქების დროს ქარხნის შენობაში დაახლოებით 40 მუშა იმყოფებოდა. მედიის თანახმად, აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ რამდენიმე საწარმოო ობიექტი გაანადგურა.
დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს და ზოგიერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა.
ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. დაწყებულია გამოძიება. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება უსაფრთხოების წესების დარღვევამ გამოიწვია.