“საქართველოში სტუმრად იმყოფებიან მართლმადიდებლობის საერთაშორისო ორგანიზაციის სამდივნოს წევრები – მათი სურვილია, რომ რაც შეიძლება მალე იხილონ საქართველო ევროპაში” – ქადაგიშვილი

“ეს დღეები საქართველოში სტუმრად იმყოფებიან მართლმადიდებლობის საერთაშორისო ორგანიზაციის სამდივნოს წევრები. სხვათა შორის, მათი სურვილი არის, რომ რაც შეიძლება მალე იხილონ საქართველო ევროპაში”, – ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს.

როგორც დეპუტატი განმარტავს, ამით ევროპაში მართლმადიდებელი ქვეყნების როლი გაიზრდება.

“ეს ემსახურება იმას, რომ ქრისტიანული ღირებულებები, რომლებიც მნიშვნელოვანია და ფუნდამენტურია ევროპისთვის, არ იყოს ნიველირებული და იყოს ყოველთვის აქტუალური,” – აღნიშნავს ქადაგიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები