ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორი, მარიამ კობიაშვილი მოადგილესთან, ლევან ქარუმიძესთან ერთად საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერს, ვახტანგ კაკუტაშვილს შეხვდა

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორი, მარიამ კობიაშვილი მოადგილესთან, ლევან ქარუმიძესთან ერთად საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერს, ვახტანგ კაკუტაშვილს შეხვდა.

შეხვედრის ფარგლებში სკოლის წარმომადგენლებმა საჯარო მართვისა და ადმინისტრირების პროგრამა და მასში შემავალი მოთხოვნადი კურსები წარადგინეს. მათი თქმით, პროგრამა მუდმივად განახლების პროცესშია და შეესაბამება თანამედროვე მოთხოვნებს.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს, რაც მუნიციპალიტეტის განვითარებას შეუწყობს ხელს.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, არსენა ტუხაშვილი და მერის მოადგილე, გელა ოკინაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები