მარიამ კობიაშვილი მოადგილეებთან და სკოლის წარმომადგენლებთან ერთად საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტრენერებსა და მსმენელებს შეხვდა
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორი, მარიამ კობიაშვილი მოადგილეებთან და სკოლის წარმომადგენლებთან ერთად საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტრენერებსა და მსმენელებს შეხვდა.
საგარეჯოში გამართულ შეხვედრაზე მარიამ კობიაშვილმა დამსწრეებს სიტყვით მიმართა და ტრენერებს სახელმწიფო ენის გავრცელებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა, მსმენელებს კი სამომავლო საქმიანობებში წარმატებები უსურვა. თავის მხრივ, ტრენერებმა ენის სწავლების პროცესში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს და მათი გადაჭრის გზები განიხილეს.
შეხვედრის შემდეგ სკოლის ბენეფიციარებმა ქართული ენის შესწავლის ეფექტიან და თანამედროვე მეთოდებზე პრეზენტაციები წარადგინეს. მონაწილეთა თქმით, ენა კომუნიკაციის უმთავრესი საშუალებაა და მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც პიროვნული განვითარების, ასევე საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულფასოვანი ჩართულობის პროცესში.