ვოლსკი – Trump Tower-ის მასშტაბურ პროექტზე: მთელი მსოფლიოსთვის საქართველო კვლავ გახდება საყურადღებო და მიმზიდველი

“მშენებლობას, რასაკვირველია, საგანგებო მნიშვნელობა აქვს ეკონომიკური და ბიზნესის თვალსაზრისით და არამარტო რეგიონისთვის, მთელი მსოფლიოსთვის საქართველო კვლავ გახდება საყურადღებო და მიმზიდველი”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი Trump Tower-ის მასშტაბურ პროექტზე საუბრისას აცხადებს.

ვოლსკის თქმით, ჩატარებული კვლევები მიუთითებს, რომ საქართველოში ინვესტიცია მომგებიანია.

“ასევე, საქართველომ შეინარჩუნა სტაბილურობა ამ ხნის განმავლობაში. საქართველოში დაცულია ბიზნესმენის საკუთრება. ნდობა დიდია საქართველოს მიმართ და, ამასთანავე, ხაზი უნდა გავუსვათ, რომ ეს არის დამატებითი სამუშაო ადგილები, რასაც საგანგებოდ უნდა გავუსვათ ხაზი”, – განმარტავს ვოლსკი.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის კომპანია Trump Organization თბილისში მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობას იწყებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები