ბოლნისის მერმა წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის ხსენების დღე მოსახლეობას ცურტავის დედათა მონასტრიდან მიულოცა

 

მართლმადიდებელი ეკლესია 26 სექტემბერს წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის ხსენების დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, ბოლნელმა ეპისკოპოსმა, ეფრემმა ცურტავის დედათა მონასტერში მდებარე წმინდა ქეთევან წამებულის სახელობის ეკლესიაში წირვა აღავლინა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, ღვთისმსახურებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი დაესწრო და მოსახლეობას ქეთევან დედოფლის ხსენების დღე მიულოცა.
„ქეთევან დედოფალი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული პიროვნებაა, რადგან მან სამშობლოსა და რწმენისთვის თავი გაწირა. მისმა სიმამაცემ ნათლად წარმოაჩინა ქალის სიძლიერე და შეუპოვრობა. მინდა ბოლნისის მოსახლეობასა და სრულიად საქართველოს წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის ხსენების დღე მივულოცო. ღმერთს ვთხოვ მოგვცეს ძალა, რათა წმინდა ქეთევანის მსგავსი თავდადება და შეუპოვრობა გამოგვეჩინოს მაშინ, როდესაც ეს ჩვენს სამშობლოს დასჭირდება“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები