ახმეტაში სასაფლაოზე მამაკაცის დამწვარი ცხედარი იპოვეს

კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხოდაშენში 1967 წელს დაბადებული მამაკაცის დამწვარი ცხედარი იპოვეს.

როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, დამწვარი გვამი ადგილობრივმა მწყემსმა სასაფლაოს ტერიტორიაზე აღმოაჩინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები