პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ანგი ხუციშვილი დღეს პროკურატურაშია დაბარებული

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ანგი ხუციშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე დღეს 12:00 საათზეა დაბარებული.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამოცემული შეწყალების აქტით, მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამდენიმე პირი შეიწყალა, მათ შორის 22 წლის პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის, გიორგი ოთხმეზურის შვილის, დავით ოთხმეზურისა და სოსო ქოიავას მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირები.

სკანდალური შეწყალების შემდეგ გამოძიება თანამდებობის შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები