გერმანიაში „რუსული მაფია“ ლიდერობს – მათ შორის საქართველოს მოქალაქეებიც არიან

გერმანიაში 2018 წელს „რუსული მაფია“ მასზე აღძრული სისხლის სამართლის საქმეებით მეორე ადგილზეა (26 საქმით), მას ერთი საქმით უსწრებს (27 საქმე) თურქეთიდან და არაბული ქვეყნებიდან დანაშაულებრივი ჯგუფების წინააღმდეგ აღძრული საქმეები.

იტალიური მაფია 13 საქმეში ფიგურირებს.

ამის შესახებ ინფორმაციას DW გერმანიის შს მინისტრის ხორსტ ზეეხოფერის ანგარიშზე დაყრდნობით წერს.

„რუსული მაფია“ გერმანიაში არაოფიციალური ტერმინია, რომელიც მედიის მიერ არის შექმნილი. ოფიციალურ საქმეში ეს დაჯგუფება სახელდება, როგორც „რუსეთ-ევრაზიული ორგანიზებული დანაშაული“.

ანგარიშში ყოფილი საბჭოთა კავშირის ყველა 15 რესპუბლიკაა ჩამოთვლილი, რომელთა მკვიდრებს გერმანიის პოლიცია „რუსული მაფიის“ წევრებად მიიჩნევს.

ასეთი დანაშაულებრივი ჯგუფების მახასიათებლებია ის, რომ ისინი ტრადიციულად „კანონიერი ქურდებით“ და ე.წ. „ობშიაკის“ არსებობით არიან წარმოდგენილი.

7 შემთხვევაში დაჯგუფებას რუსეთის მოქალაქეები ხელმძღვანელობდნენ, ოთხს – სომხეთის და საქართველოს ოთხი მოქალაქე. ანგარიშის მიხედვით, ნაკლებად აქტიურები არიან მოლდოვის, ლიეტუვის, აზერბაიჯანისა და უკრაინის დაჯგუფებები.

დანაშაულებრივი ჯგუფები ძირითად არიან დაკავებული – ძვირადღირებული მანქანების მოპარვით, ნარკოტიკული საშუალებების გასაღებით, რეკეტით, კიბერდანაშაულით, ფინანსური მაქინაციებითა და ხალხის კონტრაბანდით.

ცალკე ჯგუფშია გამოყოფილი ჩეჩნეთის მკვიდრები. ასეთი დაჯგუფების წინააღმდეგ 2018 წელს 8 საქმე იყო აღძრული.

ჩეჩნებს, ასევე ჩრდილოეთ კავკასიელების ნაწილს, გერმანიის პოლიცია განსაკუთრებულად საშიშ ისლამისტებად მიიჩნევს, რომლებიც ტერაქტის ორგანიზებისთვის პოტენციურად არიან მზად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები