მოკლული პოლიციელის მეუღლე, რომლის თანხმობითაც პრეზიდენტმა მკვლელობისთვის მსჯავრდებული შეიწყალა, პროკურატურაში დაიბარეს

პოლიციელ თარაშ მუკბანიანის მკვლელობაში მსჯავრდებული რამაზ დევაძე პრეზიდენტმა მოკლულის მეუღლის თანხმობით შეიწყალა

შეწყალების საქმესთან დაკავშირებით, მოკლული პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მეუღლე დღეს, პროკურატურაშია დაბარებული, – ამის შესახებ „კვირას” შეწყალებით გათავისუფლებული რამაზ დევაძის ადვოკატმა, თეონა ქორიძემ განუცხადა.

უფლებადამცველის თქმით, თარაშ მუკბანიანის მკვლელობაში მსჯავრდებული რამაზ დევაძე პრეზიდენტმა მოკლულის მეუღლის თანხმობით შეიწყალა.

„შეწყალების საქმეში გარდაცვლილის მეუღლის თანხმობა ნამდვილად დევს. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რეკომენდაციები და დაზარალებულის ოფიციალური თანხმობაც წარვადგინეთ. ამიტომ, ჩემთვის გაუგებარია რამაზ დევაძის შეწყალების ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი“, – განაცხადა რამაზ დევაძის ადვოკატმა.

პოლიციელ თარაშ მუკბანიანის მკვლელობაში მსჯავრდებული რამაზ დევაძე პრეზიდენტის მიერ 28 აგვისტოს შეწყალებულთა სიაში მოხვდა. მკვლელობა 2014 წლის 27 დეკემბერს ბათუმის ერთ-ერთ ღამის კლუბში მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები