“მარიამობას” შეწყალებულთა თემაზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე პროკურატურაში დაიბარეს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ანგი ხუციშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს.
როგორც „კვირას“ გენერალურ პროკურატურაში განუცხადეს, ხუციშვილი უწყებაში 26 სექტემბერს 12:00 საათზეა დაბარებული.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამოცემული შეწყალების აქტით, მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამდენიმე პირი შეიწყალა, მათ შორის 22 წლის პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის, გიორგი ოთხმეზურის შვილის, დავით ოთხმეზურისა და სოსო ქოიავას მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირები.
სკანდალური შეწყალების შემდეგ გამოძიება შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები