ახმეტაში, სოფელ მატანის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა (ვიდეო)

ახმეტაში, სოფელ მატანის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. როგორც “კვირას” კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, მსუბუქი ავტომობილი გზიდან გადავარდა და ამოტრიალდა. აღრსებული ინფორმაციით, ავტომობილი შემხვედრი მანქანისთვის გზის აქცევას ცდილობდა, სწორედ ამ დროს მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა.

შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების, სახანძრო-სამაშველო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები