პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დღეს პროკურატურაში გამოკითხვაზეა დაბარებული

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია დღეს გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზეა დაბარებული.
დიმიტრი გაბუნია მარიამობის დღესასწაულზე განხორციელებული შეწყალების საქმის გამოძიების ფარგლებში 11:00 საათზე გამოიკითხება.
ამავე თემაზე პროკურატურაში გამოკითხავენ 22 წლის ბათუმელი პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის ოჯახის წევრსაც, რომლის მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამაზ დევაძეც საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 28 აგვისტოს კიდევ 33 პატიმართან ერთად შეიწყალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები