„შემოდგომის თბილისი“ – ხატია ბუნიათიშვილის და თბილისის სიმფონიური ორკესტრის კონცერტი გაიმართება

28 სექტემბერს, 19:30 საათზე, ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი და 27-ე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „შემოდგომის თბილისი“ ხატია ბუნიათიშვილს და თბილისის სიმფონიურ  ორკესტრს უმასპინძლებს.  ორგანიზატორების ინფორმაციით, პროგრამაშია: პ. ჩაიკოვსკი – საფორტეპიანო კონცერტი N1 და ი. სტრავინსკი – სუიტა ბალეტიდან „პეტრუშკა”.
დირიჟორი ვახტანგ კახიძე.
ფესტივალის დამფუძნებელი და მუდმივი პარტნიორია  თბილისის მუნიციპალიტეტის მერია.
მისამართი: დ.აღმაშენებლის გამზირი N123/125;

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები