ასპინძაში 12 წლის მოზარდი მორიელმა დაგესლა

დაბა ასპინძაში 12 წლის მოზარდს მორიელმა უკბინა. მოზარდი ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში დღეს შეიყვანეს. სამედიცინო დაწესებულებაში ამბობენ, რომ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

“პაციენტი პედიატრიულ განყოფილებაშია მოთავსებული და ინტენსიური დაკვირვების ქვეშ იმყოფება. დამატებით კონსულტაციებს, თბილისში ტოქსიკოლოგთან გავდივართ”, – განაცხადა კლინიკის მენეჯერმა ხათუნა კეკელაშვილმა.

“ბავშვი კარგად არის, სავარაუდოდ შხამიანი არ იყო მორიელი. რეაქცია არ მიუცია, ექიმები გვეუბნებიან, რომ საშიში არაფერია, თუმცა თავის დაზღვევის მიზნით გადმოვიყვანეთ ახალციხეში. მშობლები ვართ და ვნერვიულობთ”, – განაცხადა მოზარდის მშობელმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები