საქართველოდან აშშ-ში ექსტრადირებულმა რუსმა ჰაკერმა ბრალი აღიარა

საქართველოს მიერ აშშ-სთვის გადაცემულმა რუსმა ჰაკერმა ანდრეი ტიურინმა, რომელსაც შტატები ფინანსური ორგანიზაციების კომპიუტერების გატეხვაში ადანაშაულებს, ბრალი აღიარა.

ტიურინი საქართველოში 2018 წელს აშშ-ის მოთხოვნის საფუძველზე დააკავეს. ის გამოვლენილი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრია.

კერძოდ, 36 წლის რუსეთის მოქალაქემ აღიარა, რომ JPMorgan Chase & Co და სხვა ფინანსური კომპანიების წინააღმდეგ მიმართულ მასშტაბურ კომპიუტერულ ოპერაციაში მონაწილეობდა. მისი თქმით, კომპანიების კლიენტების შესახებ პერსონალური მონაცემები უკანონოდ მოიპოვა.

მანჰეტენის საოლქო მოსამართლე, ლორა ტეილორ სვეინი, ჰაკერს განაჩენს, სავარაუდოდ, 2020 წლის 13 თებერვალს გამოუტანს.
კომპანია JPMorgan-ში განაცხადეს, რომ მათ კომპიუტერულ სისტემებს თავს 2014 წელს დაესხნენ, რომლის შედეგად ჰაკერებმა დაახლოებით 83 მილიონი კლიენტის შესახებ ინფორმაციასთან წვდომა მოიპოვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები