მთაწმინდის პარკში თბილისის საბავშვო ფესტივალი მეორედ გაიმართება
28 სექტემბერს, 11:00 საათიდან, მთაწმინდის პარკში, უკვე მეორედ გაიმართება თბილისის საბავშვო ფესტივალი. ორგანიზატორების ინფორმაციით, ადგილზე სხვადასხვა მიმართულების ზონა იქნება წარმოდგენილი:
• სპორტის ზონა – სპორტული აკადემიები, სპორტსკოლები, სპორტული წრეები;
• განათლების ზონა – კერძო სკოლები, აკადემიები, სახელოვნებო წრეები;
• ჯანმრთელობის ზონა – ბავშვთა კვების მწარმოებლები, ბავშვთა კლინიკები, ფსიქოლოგები;
• გართობის ზონა – გასართობი ცენტრები, ტკბილეულის მწარმოებელი კომპანიები;
• საბავშვო სტარტაპების ზონა – საბავშვო მიმართულებით მომუშავე სტარტაპები.
ფესტივალში მონაწილეობს საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია და, შესაბამისად, სტუმრებს ექნებათ საშუალება გაეცნონ და შეიძინონ საბავშვო წიგნები.
მხოლოდ ამ დღეს მთაწმინდის პარკისგან საჩუქარია დაწესებული – საბავშვო სტრაქციონების ულიმიტოდ სარგებლობა ზონით – 17 ლარად.
დასწრება თავისუფალია.
ფესტივალის ოფიციალური მხარდამჭერია თბილისის მერია. ფესტივალს წარმოადგენს „თი-ბი-ი“.