,,ქეთევანობა-მუხრანობა 2019“ აღინიშნება

26 სექტემბერს, მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრი ,,ქეთევანობა-მუხრანობა 2019“-ს აღნიშნავს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, გაიმართება როგორც გამოფენა-გაყიდვა, ასევე კონცერტები, კინოჩვენება.  ნაყოფიერ და დატვირთულ დღეს ფეიერვერკი დაასრულებს…

პროგრამა:
12:00-17:00 სთ – გამოყენებითი და სახვითი ხელოვნების ნიმუშების, თანამედროვე და მხატვრული ლიტერატურის გამოფენა-გაყიდვა;
12:00-14:30 სთ – მცხეთისა და მოწვეული მუნიციპალიტეტების შემოქმედებითი ჯგუფების, ინდივიდუალური შემსრულებლების კონცერტი;
14:30-15:30 სთ – ჯგუფი ,,ურსა“;
15:30-16:00 სთ – მისალმება-მილოცვა (ადგილობრივი და მცხეთა-მთიანეთის თვითმმართველობის წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები);
16:00 სთ – მუხრანის კულტურის სახლისა და ვახუშტი ბატონიშვილის სახელობის ბიბლიოთეკის საზეიმოდ გახსნა;
16:30-17:00 სთ – კინოჩვენება ,,ქეთევან წამებულის კვალდაკვალ’’ (რეჟისორი ბესიკ გაფრინდაშვილი);
17:00-19:00 სთ – გალა-კონცერტი – შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი პაატა გულიაშვილი, ჯგუფ ,,ქუჩის ბიჭების“ წევრი, მომღერალი პაატა ხაჩიძე;
19:00 სთ – ფოიერვერკი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები