აფხაზეთის თემაზე სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა რესპუბლიკური სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება

26 სექტემბერს, 11:00 საათზე,  სასტუმრო ,,ქორთიარდ მარიოტში“  სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა რესპუბლიკური სამეცნიერო კონფერენცია – ,,აფხაზეთის კულტურულ-ისტორიული წარსული და თანამედროვეობა“ გაიმართება.
კონფერენცია ეძღვნება სოხუმის დაცემის დღეს – 27 სექტემბერს.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, კონფერენციაში მონაწილეობენ როგორც მაგისტრანტები, დოქტორანტები, ისე ახალგაზრდა მეცნიერები, რომლებიც მუშაობენ შემდეგ თემატიკაზე: ლიტერატურათმცოდნეობა,
ენათმეცნიერება, კულტუროლოგია, ხელოვნებათმცოდნეობა, კინომცოდნეობა, თეატრმცოდნეობა, ისტორია, ჟურნალისტიკა,  პოლიტოლოგია.
„კონფერენციის მიზანია, გაააქტიუროს ახალგაზრდების ინტერესი აფხაზეთის პრობლემის მიმართ. კონფერენციის ფორმატი ამ საკითხით დაიტერესებულ ახალგაზრდა მკვლევრებს მისცემს არა მარტო თავიანთი ნაშრომების წარმოდგენის, არამედ მოსაზრებათა ურთიერთგაცვლის შესაძლებლობას. აგრეთვე, აფხაზეთის საკითხზე გაზარდოს და აამაღლოს კვლევების ხარისხი, სამეცნიერო კავშირებისა და თანამშრომლობის სტიმულირება. საკონფერენციო მასალები საშუალებას მისცემს ახალგაზრდებს, სწორად გაიაზრონ აფხაზეთის კონფლიქტი და მისი მოგვარების გზები და საშუალებები“, – აღნიშნავენ ორგანიზატორები.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები