საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის სპეციალური დანიშნულების ძალები ერთობლივ წვრთნებს მართავენ

საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის თავდაცვის სამინისტროების შეთანხმების თანახმად, სამი ქვეყნის სპეციალური დანიშნულების ძალები ბაქოში ერთობლივ წვრთნებს მართავენ. „კავკასიის არწივი 2019”- ის ფარგლებში თურქი, აზერბაიჯანელი და ქართველი სამხედროები, მძევლების განთავისუფლების, დაჭრილების ევაკუაციისა და სხვა სპეციალური ამოცანების ერთობლივ წვრთნებს გაივლიან.
ერთობლივ სწავლებებს, რომლებიც 1-ელ ოქტომბრამდე გაგრძელდება დამკვირვებლის ეგიდით პაკისტანის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებიც დაესწრებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები