ვინ არის თელავში მოკლული ქალი – მომხდარის თაობაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

თელავში მოკლულ ქალთან დაკავშირებით “კვირასთვის” ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

როგორც ირკვევა, მოკლული 1971 წელს დაბადებული ნონა ლაზარიაშვილია. არსებული ინფორმაციით, ის წლებია საზღვარგარეთ – დუბაიში ცხოვრობდა და საქართველოში ცოტა ხნის წინ დაბრუნდა.

შეგახსენებთ, რომ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ყოფილმა ქმარმა ქალი ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გასროლით მოკლა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა მომხდარის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა. როგორც “კვირასთან” თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა ზურაბ საჩიშვილმა განაცხადა, მამაკაცს ჭრილობა თავის არეში აღენიშნება. ამ დროისთვის მას ოპერაცია უტარდება. მამაკაცის მდგომარეობა კრიტიკულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები