„აზერბაიჯანის ავიახაზების“ წილი საქართველოს ავიაბაზარზე 2 %-ს შეადგენს

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ანგარიშის თანახმად, საქართველოს საავიაციო ბაზარზე აზერბაიჯანული ავიაკომპანიის „აზერბაიჯანის ავიახაზების“ წილი 2 %-ს შეადგენს. როგორც ანგარიშშია მითითებული, 2019 წლის პირველ ნახევარში „აზერბაიჯანის ავიახაზები“ 51 927 მგზავრს მოემსახურა. საერთო ჯამში უცხოური ავიაკომპანიების წილი საქართველოს ავიაბაზარზე 88 %-ს შეადგენს. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში, საქართველოში მოქმედი ავიაკომპანიები 2,449,268 მგზავრს მოემსახურნენ. პირველ ადგილზე 14 %-იანი წილით უნგრული Wizz Air-ია,რომელიც 348,850 მგზავრს მოემსახურა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები