თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კაფეში საჯარო ლექციები გაიმართება

23 სექტემბერს,  15:00 -18:50 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კაფეში საჯარო ლექციები გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, პროფესორი მარკ ჰენეს დანიელი და მისი სამეფო უმაღლესობა, დოქტორი, პროფესორი, პრინცი ჰაინრიჰ ფონ უნდ ცუ ლიჰთენშთაინი წაიკითხავენ საჯარო ლექციას თემებზე: „From Risk to Responsibility: Responding Thoughtfully to a Challenging World“, „Family Purpose: 2 A Conceptual Analysis of Individual and Shared Purposes in Business Families“.
ინდიანას უნივერსიტეტის (აშშ) ანთროპოლოგიისა და ბიოლოგიის პროფესორები, ინდიანას უნივერსიტეტის ქვის ხანის ინსტიტუტის და არქეოლოგიისა და ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის თანადამფუძნებლები და თანადირექტორები ნიკოლას ტოტი და ქეთი დაიან შიკი კი წაიკითხავენ საჯარო ლექციას თემაზე: „Human Evolution and the Dawn of Human Technology“.

პროფესორ მარკ ჰენეს დანიელს, პრინც ჰაინრიჰ ფონ უნდ ცუ ლიჰთენშთაინს, ნიკოლას ტოტისა და ქეთი დაიან შიკის თსუ საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭებათ.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზირი #1, თსუ პირველი კორპუსის ეზო, „ჩაის სახლი“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები