ევროკავშირის ელჩი საქართველოში სამცხე–ჯავახეთს სტუმრობს

 ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი ერთდღიანი ვიზიტით სამცხე-ჯავახეთში იმყოფება. იგი დღეს, ახალქალაქში გამართულ ევროპის დღის ღონისძიებას დაესწრება. ასევე მოინახულებს ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ სხვადასხვა პროექტებს. ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა შეხვედრა ახალქალაქის სასწავლო ცენტრის ბენეფიციარებთან დაიწყო. ცენტრი ახალქალაქში, ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის მხარდაჭერის ფარგლებში, ქართული და ინგლისური ენების ინტენსიური შესწავლის კურსებს ატარებს.

ელჩი დღესვე, სოფელ ოკამს ესტუმრება, სადაც ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი, სოფლის განვითარების ინიციატივის პროექტში “ვულკანური წიდის მოპოვება და დამუშავება” ბენეფიციარს, ვულკანური წიდის სამთო კომპანია “მერიდიანი 2006” წარმომადგენელს შეხვდება. სოფელ ოკამშივე იგეგმება ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი სოფლის განვითარების ინიციატივის პროექტის ბენეფიციართან, მეწარმე არტურ ხაჩატრიანთან შეხვედრაც.

ელჩის ვიზიტის ფარგლებში, დასუფთავების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ახალქალაქის ციხის ტერიტორიის დასუფთავების აქცია მოეწყობა, რომელშიც მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები მიიღებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები