მიხეილ რამიშვილი: არ არის გამორიცხული, რომ საპატრიარქოდან განხორციელებული ზარის შედეგად დეკანოზი გამიზნულად არ შეიწყალეს

არ არის გამორიცხული, რომ საპატრიარქოდან განხორციელებული ზარის შედეგად დეკანოზი გამიზნულად არ შეიწყალეს – ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განაცხადა.

,,რაც შეეხება მამა გიორგის არ შეწყალებას, ეს პირდაპირ არის დაკავშირებული საპატრიარქოში მყოფ პირებთან. პირველ რიგში, ეს არის აუცილებლად შორენა თეთრუაშვილი და შეწყალების თაობაზე საჯაროდ იყო განცხადება ჩვენ მიერ გაკეთებული და მე არ გამოვრიცხავ, რომ დაერეკათ საპატრიარქოდან და მოეთხოვათ, რომ პრეზიდენტის მიერ არ ყოფილიყო შეწყალებული დეკანოზი გიორგი მამალაძე”, – განმარტავს ადვოკატი მიხეილ რამიშვილი.
ცნობისთვის, დეკანოზ გიორგი მამალაძის გათავისუფლების მოთხოვნით მისი ძმა ისევ პარლამენტის წინ მართავს აქციებს და კარავი გაშალა. თორნიკე მამალაძის განცხადებით, ის მანამდე არ შეწყვეტს აქციებს, სანამ მისი ძმა საპყრობილეს არ დატოვებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები