გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით, რომელშიც 16 წლის გიგი ანთაძეზე ძალადობის ფაქტია ასახული, გამოძიება დაიწყო

0

სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით, რომელზეც 16 წლის მოზარდის მიმართ ძალადობის ფაქტია ასახული, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 126 მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს. უწყების ცნობით, მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო ღონისძიებები.

საუბარია თბილისში, ქუჩაში გადაღებულ ვიდეოზე, რომელშიც მამაკაცი მოზარდზე ძალადობს. მოზარდი გიგი ანთაძეა, რომელიც შშმ პირია და რომელსაც 2018 წლის აპრილში თბილისის მერმა, კახა კალაძემ ბიზნესსაქმიანობისთვის, კერძოდ წვენების დასამზადებლად „მზიურის“ პარკში ჯიხური გადასცა.

ვიდეო, რომელთან დაკავშირებითაც საქმე აღიძრა, რუსთაველის გამზირზეა გადაღებული და ის, სავარაუდოდ, გარემოვაჭრეების შემოწმების პროცესს ასახავს, რადგან კადრებზე თბილისის მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლები ერთ-ერთ სავაჭრო დახლთან იმყოფებიან.

კომენტარები

კომენტარი