საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების რაოდენობა აგვისტოში 4.9%-ით გაიზარდა

0

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2019 წლის აგვისტოში საქართველოში 1,358,598 საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტი შედგა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტები 4.9%-ით გაიზარდა.

ყველაზე მეტი 226,133 საერთაშორისო ვიზიტორი აზერბაიჯანიდან შემოვიდა. ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12.8% შეადგინა. რაც შეეხება რუსეთიდან ვიზიტების რაოდენობას – 8.5% კლების მიუხედავად რუსეთი 207,899  – ვიზიტით მე-2 ადგილზეა. მე-3 ადგილზეა სომხეთი, 191,817 ვიზიტით (+4.5%).

კომენტარები

კომენტარი