ნიკოლოზ მჭედლიშვილი: Meredian Capital Ltd – ეს ფონდი არის ყაზახური ფონდი და რუსული შავი ფულის სარეცხი მანქანა

„თუ ანაკლიის კონსორციუმში Meredian Capital Ltd-ს შემოსვლაზეა საუბარი, ეს ფონდი არის ყაზახური და რუსული შავი ფულის სარეცხი მანქანა“, – ამის შესახებ ფადი ასლის მრჩეველი ნიკოლოზ მჭედლიშვილი, სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, არ იქნება გასაკვირი, რომ ოპოზიციურმა დეპუტატებმა ეს პოტენციური ინვესტორი „დასავლური ინტერესების გამტარებლად“ შემოგვასაღონ. რუსული სპეცსამსახურები მიზანიც ხომ ეს არის, უკუღმა წარმოაჩინონ ყოველივე.

თუ ანაკლიის კონსორციუმში Meredian Capital Ltd-ს შემოსვლაზეა საუბარი ამერიკული „კონტის ჯგუფის“ (რომელიც ღმერთს არ უქნია) ნაცვლად, მაშინ ეს ფონდი არის ყაზახური და რუსული შავი ფულის უბრალოდ სარეცხი მანქანა. გვინდა ასეთი ინვესტორი საქართველოში? თუმცა არ გამიკვირდება, რომ ოპოზიციურმა დეპუტატებმა ეს პოტენციური ინვესტორი “დასავლური ინტერესების გამტარებლად” შემოგვასაღონ (ერთ ესეთ დეპუტატს ოპოზიციიდან ულვაშები აქვს), ხოლო ფოთში დანიური APM Terminals, რომლის დედა-კომპანია Maersk, ამერიკის ჯარის ოფიციალური გადამზიდავია, რუსულ პროექტად. რუსული სპეცსამსახურები მიზანიც ხომ ეს არის, უკუღმა წარმოაჩინონ ყოველივე“, – წერს ნიკოლოზ მჭედლიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები